სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოწვევით თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ მიმდინარე წლის 17-19 ოქტომბერს საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული პანელის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა) დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სააკრედიტაციო შეფასების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პირველად ახორციელებს საზღვარგარეთ მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესს.